გზა, რომლითაც მარკეტერები მომხმარებლებთან ურთიერთობენ, შეიცვალა. AAR-ის უახლესი მოხსენების მიხედვით, მარკეტინგში დღეს 5 მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება, ესენია ხელოვნური ინტელექტი, მოწყვლადობა, მონაცემები, გარემო, სოციალური თუ კორპორატიული მმართველობის საკითხები (ESG) და თაობა ზეტი. გვიმტკიცებენ, რომ ამ თემების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მარკეტერებს მათთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს აჩვენებს.
თუმცა ამ ტრენდების ირგვლივ მრავალი მითი და მცდარი წარმოდგენა ტრიალებს, ჩვენ კი როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი და განვავითაროთ მარკეტინგის ეკოსისტემა ისე, რომ ცვალებად ბაზარზე საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოხსენების მთავარი კომპონენტები განვიხილოთ:
1. ადამიანი თუ მანქანა. AI-ის გავლენა მარკეტინგისა და სააგენტოების ეკოსისტემაზე
ინდუსტრიაში AI საკმაოდ ცხელი თემაა და ამაზე ყველა ვთანხმდებით. სწორედ ამიტომ, AAR დებატების მთავარ საკითხებს გვიზიარებს. მოკლედ რომ ვთქვათ, დაწყებული რისკის ქვეშ არსებული სამსახურებით, გაგრძელებული კითხვებით, თუ როგორ უნდა მივიღოთ ხელოვნური ინტელექტისგან მაქსიმალური სარგებელი და დამთავრებული ბალანსის პოვნით ეფექტურობასა და შემოქმედებითობას შორის, აქ ყველაფერს განიხილავენ. ამგვარად, გვეუბნებიან, რომ ადამიანს AI ვერ ჩაანაცვლებს და ისინი, პირიქით, მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას შეძლებენ.
2. მოწყვლადობა მარკეტინგულ ეკოსისტემებში
როგორ იცვლება სააგენტოს ეკოსისტემა ისე, რომ ცვლადი სამუშაო გარემო ასახოს? და როგორ შეუძლიათ მარკეტერებს გაინაღდონ თავიანთი ბიზნესი და ბრენდი ამის გათვალისწინებით? მოხსენების თანახმად, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აყალიბებს კომპანია თავის ეკოსისტემას, რათა გაერკვეს თავისსავე შიდა შესაძლებლობებში და მხარი დაუჭიროს მოწყვლად სამუშაო ძალას.
3. მომხმარებელთა მონაცემების გამოყენება — ბრენდი თუ შედეგები?
ინდუსტრია მონაცემებზე ორიენტირებულია… მაგრამ ბრენდსა და შესრულებას შორის არსებულმა დიქოტომიამ, რომელსაც სააგენტოს კულტურა და აზროვნება განაპირობებს, შესაძლოა, მომხმარებლების მონაცემების ეფექტური გამოყენება შეაფერხოს. აქ კი მარკეტერებმა სწორედ მონაცემების ეფექტურად გამოყენებისთვის უნდა იმუშაონ და ზემოთ აღნიშნულ ორ საკითხს შორის არსებულ უფსკრულსაც გაუმკლავდნენ.
4. მიზნის მიღმა — ცნობიერი კრეატიულობის ზრდა
კომპანიის „ცნობიერების“ თუ მისი ESG პოლიტიკის გაზრდა მიისწრაფვის მომავლისკენ, რომელიც სააგენტოებისა თუ პარტნიორებისგან მდგრად და ეთიკურ მიდგომებს მოითხოვს. ამასთან, მნიშვნელოვანი ხდება საუკეთესო თანამშრომლების მოზიდვის პროცესში. ამიტომ, ეს საკითხი სააგენტოს ეკოსისტემის მომავლისთვის კრიტიკული ხდება…
5. თაობა ზეტთან დაკავშირება — აქ ახალი მიდგომა გვჭირდება?
ამ თაობის შემთხვევაში ერთ მიდგომას ყველას ნამდვილად ვერ მოარგებთ, ისინი ჰომოგენურები არ არიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა ტალანტების ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომით ისარგებლოთ და აუდიტორია კატეგორიებად დაყოთ. შესაძლოა, გამოსავალი თაობებისთვის გამიზნული მარკეტინგის თავიდან არიდებაც კი იყოს…
დაბოლოს, მარკეტერებს შეუძლიათ არსებული ტრენდებით დიდად ისარგებლონ. ჩათვალეთ, რომ ეს შესაძლებლობაა არამარტო იმისათვის, რომ უახლეს ცვლილებებზე მიიღოთ ინფორმაცია, არამედ დაიწყოთ იმის განხილვა, თუ როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ადამიანებზე, პროცესებზე, პლატფორმებსა თუ პარტნიორებზე, რათა 2024 წელი თქვენთვისაც წარმატებული გამოდგეს.