როგორ ამარცხებს პატარა ბეტმენი „გრინჩულ გეგმას“? — DC-ის საშობაო სამზადისი

Merry Little Batman
სადღესასწაულო ფილმების სეზონს არც DC გამოკლებია და Merry Little Batman შექმნა. რეჟისორი მაიკ როთი მორგან ევანსის და ჯეის რიჩის მიერ დაწერილი სცენარით, მხიარული პატარა ბეტმენი სახლის დაცვას იწყებს, რათა დღესასწაულის მოძულე ბოროტმოქმედებმა ყველაფრის გაფუჭება ვერ შეძლონ. ამ უკანასკნელთა მიზანი კი სადღესასწაულო სულის მოპარვაა…
„ამ შობას დამიან უიენს სურს, მამამისის, ერთადერთი ბეტმენის მსგავსი სუპერგმირი იყოს. მას შემდეგ, რაც სახლში მარტო დარჩენილი ბიჭუნა შობის ღამეს ყველაზე საშიში ბოროტმოქმედების შეთქმულების შესახებ გაიგებს, გმირულად მოირგებს შესაბამის ფორმას“, — აღნიშნავენ DC-ში.
შეიძლება ითქვას, სიუჟეტი ახალ პერსპექტივას გვთავაზობს ბეტმენის მემკვიდრეობის შესახებ — იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი გმირის ამბავი კვლავ გრძელდება და მხოლოდ დროებით არ არსებობს…