ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„შესანიშნავი და წარმატებული დღე ალასკაზე! რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, ისევე როგორც გვიან ღამით განხორციელებულმა სატელეფონო საუბარმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან, მათ შორის ნატო-ს დიდად პატივცემულ გენერალურ მდივანთან. ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არც მუშაობს“, – წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ორშაბათს თეთრ სახლში შეხვდება.
„თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას დავგეგმავთ. შესაძლოა, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
