თეთრი სახლი: ამ წუთებში, ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, ამ წუთებში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს.
ამის შესახებ დენ სკავინო სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„Air Force One-ი ენდრიუსის ბაზაზე დაეშვა. პრეზიდენტი ზელენსკისა და სხვებს ესაუბრება. თვითმფრინავიდან ჩამოსვლა ამიტომ დაგვიანდა“, – წერს დენ სკავინო.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ალასკაზე ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინის პრეზიდენტს დაურეკავდა და შეხვედრის შესახებ აცნობებდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)