პუტინისა და ტრამპის შეხვედრა უშედეგოდ, კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა

პუტინისა და ტრამპის შეხვედრა უშედეგოდ, კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორივე ლიდერმა შეხვედრა კეთილგანწყობილად და პროდუქტიულად შეაფასა, თუმცა, არცერთ მათგანს არ დაუსახელებია არც ერთი საკითხი, რომელზეც შეთანხმება შეძლეს.
ვლადიმერ პუტინი შეთანხმების წინაპირობად კონფლიქტის ფესვების” აღმოფხვრას ასახელებს და ამბობს, რომ ეს რუსეთისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ახლა NATO-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებს, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა ესაუბროს.
უცნობია, იქნება თუ არა მომდევნო შეხვედრა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტიც დასწრება.
ტრამპმა და პუტინმა პრესკონფერენციის დარბაზი ისე დატოვეს, რომ მედიის არც ერთი შეკითხვისთვის არ უპასუხიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი