იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
„იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მშვიდობა დაუბრუნდეს უკრაინას. ვგრძნობ, როგორი დაძაბული სიტუაციაა ახლა უკრაინაში“, – აღნიშნა კამიკავამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მისი თქმით, იაპონია, უკრაინისთვის დრონების აღმოჩენის სისტემების მიწოდების მიზნით, ნატო-ს ფონდში 37 მილიონ აშშ დოლარს შეიტანს.
შეგახსენებთ, იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინაში დღეს ჩავიდა.