სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა

ქალებზე რომ დგას ყველაფერი, ალბათ დღეს დავით ხომერიკის პროცესზე ყველაზე კარგად გამოჩნდა.
შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა.
უცებ ამ დამაბნეველ სიჩუმეში დედის ხმა მომესმა: გააგრძელე!
და შვილმაც გააგრძელა. თავიდან ცოტა ბზარშერეული ხმით, მაგრამ ბოლოს თამამად და თქვა, ის რაც უნდოდა რომ ეთქვა:
“ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს”.
ჰოდა ასეა, დღეს მგონია, რომ ხომერიკი იმაზე მეტადაა გამარჯვებული, ვიდრე თვითონ წარმოუდგენია.
4 წელი და 6 თვე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე – იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები სწორედ მშვიდობის დამყარებით დასრულდება – მინდა, უკრაინასა და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა

ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელისა და ზვიად რატიანის საქმეებზე – მათი უფლებაა, სილა გააწნან ვისაც უნდათ, თუმცა სახელმწიფოს უფლებაა ამას გასცეს პასუხი – ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით