Maersk-მა წითელი ზღვის გავლით გემების მოძრაობის განახლება გადაიფიქრა

სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა კომპანიამ Maersk-მა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა არ განაახლოს თავისი გემების მოძრაობა წითელ ზღვაზე უახლოეს მომავალში უსაფრთხოების შეშფოთების გამო და გამოიყენოს ალტერნატიული მარშრუტი „იმედის კონცხის“ გავლით.
„მაერსკის“ ყველა ხომალდი, რომელთაც უახლოეს მომავალში წითელ ზღვასა და ადენის ყურეში უნდა გაევლოთ, სამხრეთით, „იმედის კონცხის“ გავლით მიემართება“, – ციტირებს ევროპული მედია კომპანიას.
Maersk-მა ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყვიტა არ გამოეყენებინა წითელი ზღვა, რადგან იქ გემებს ჰუსიტი მეამბოხეები დაესხნენ თავს.
კომპანიამ გადახედა ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა რიგმა პარტნიორებმა წითელი ზღვის ზონაში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კოალიცია შექმნეს. თუმცა, დეკემბრის ბოლოს, საკონტეინერო ხომალდი MAERSK Hangzhou წითელ ზღვაში გავლისას დაიბომბა.
ამის შემდეგ Maersk-მა იანვრის დასაწყისში კვლავ შეაჩერა გემების მოძრაობა წითელი ზღვის გავლით და ახლა გადაწყვიტა გამოიყენოს მხოლოდ ალტერნატიული, უფრო გრძელი მარშრუტი უახლოეს მომავალში.