“დღეს გავიგე, რომ რეჟიმმა FARA აამუშავა. 6 ორგანიზაციას მიადგა” – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:
გამარჯვება თედო აბრამოვს! რომელიც დღეს თავისუფალია და ყველას გვაბედნიერებს! ამას პროპაგანდა ატრიალებს როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ ვიცით რომ ეს ფარსია. რადგან არავინ დასჯის იმ პოლიციელს ვინც მას ნარკოტიკი ჩაუდო. არავინ დააკმაყოფილებს პოლიტპატიმრის მოთხოვნას სამართლიან კომპენსაციაზე ციხეში უსაფუძვლოდ გატარებული თვეების გამო. არავის სჯერა ამის. სინამდვილეში რეჟიმს უკან დახევა მოუწია და ილუზიის შექმნას ცდილობს ახლა, მაგრამ ამავდროულად ის სხვა სცენარს წერს, იმისთვის რომ სუსტი არ გამოჩნდეს.
დღესვე გავიგეთ, რომ რეჟიმი ახალი პოლიტპატიმრებისთვის ნიადაგს ამზადებს. მან FARA აამუშავა. 6 ორგანიზაციას მიადგა. ფარას მოთხოვნების დაუცველობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ეს ხალხი არ აპირებს ამას ანგარიში გაუწიონ. ისინი სამართლიანად ამბობენ, რომ ეს კანონი მათ არ ეხებათ. მკაფიო რომ იყოს რას ითხოვს ოცნება ამ ხალხისგან: ან საკუთარი ნებით უწოდე საკუთარ თავს ქვეყნის მოღალატე, ან დამნაშავედ გამოგაცხადებთ. ან უარი თქვი ღირსებაზე ან ციხეში გაგიშვებთ. ეს 6 ორგანიზაცია არის ახლა პირველადი სამიზნე, ასე ვთქვათ პირველადი ზღუდე რომელიც უნდა გადალახოს რეჟიმმა იმისთვის რომ სხვებს მიადგეს. მათზე მოდის მთავარო ზეწოლა. სოლიდარობა და მხარდაჭერა მათ!
კიდევ ცალკე მინდა გამოვყო სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Center, რომლითაც ისე ვამაყობ, როგორც სხვა არაფრით. ამ ორგანიზაციაში ვმუშაობდი თითქმის ორი წელი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ფეხს იკიდებდა, დღეს უკვე, როგორც ადამიანის უფლებების უკომპრომისო დამცველი ინსტიტუტი. იმიტომ გამოვყოფ, რომ ყველაზე უკეთ ვიცნობ მათ საქმეებს, იმას როგორ ცდილობენ უკეთესი გახადონ ეს ქვეყანა, რისთვისაც მათ მოღალატეებაც რაცხავენ.