რუსული დელეგაცია სტადიონზე დააბინავეს, ხალხი პროტესტით დახვდა

ტვ პირველის ცნობით, ანკორიჯში ჩასულ სერგეი ლავროვს ეცვა მაისური საბჭოთა კავშირის ინიციალებით. ს საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ხუთ რუს პოლიტიკოსს შორისაა, რომლებიც ამ საღამოს ისტორიულ მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას – შეხვედრის თემაა ომის დასრულების გეგმა. როგორც რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა თქვა, საუბარი ამერიკულ მხარესთან ეკონომიკასაც შეეხება.
პუტინის მთავარი პროპაგანდისტები ამერიკაში უსიამოვნო სიურპრიზს გადააწყდნენ: ჩამოსვლის შემდეგ სტადიონზე – Alaska Airlines Center-ში დააბინავეს. არსებული ინფორმაციით, სპორტული დარბაზი დროებითი განთავსების პუნქტად გადააკეთეს, მიზეზად კი ტურისტული სეზონის გამო გადავსებული სასტუმროები დაასახელეს.
ამ დროს ანკორიჯის ქუჩებში კვლავ ისმის შეძახილები: „Alaska stands with Ukraine!“ – „ალასკა უკრაინის გვერდით დგას!“
ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე დაახლოებით 10 საათი რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.0%-ით გაიზარდა და 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – გზავნილებში მაღალია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის წილი, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

დავით ხომერიკის დედა – რა უნდათ ჩემი შვილისგან, სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ? – მოძალადეები თვითონ იყვნენ, ჩემს შვილს გაუპატიურებით დაემუქრნენ, სცემეს, სულ თავში ურტყეს და რის გამო?!

ადვოკატი – ირაკლი კობახიძის მიერ აღწერილი მტკიცებულებითი სტანდარტი დავით ხომერიკის საქმეს რომ მოვარგოთ, ვნახავთ, რომ არცერთი კომპონენტი, რომელიც ამ მლიქვნელმა ადამიანმა გააჟღერა, საქმეში არ არის დაცული – განაჩენი გასაჩივრდება