ლავროვის მაისურზე წარწერა – СССР

СССР – წარწერა ალასკაში ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მაისურზე. ლავროვმა დღეს დაგეგმილ აშშ-რუსეთის სამიტში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
“ჩვენ არაფერს ვგეგმავთ წინასწარ. ჩვენ ვიცით ჩვენი არგუმენტები. ჩვენ ნათელი, გასაგები პოზიცია გვაქვს. ჩვენ მას დავაფიქსირებთ. აქ სტივ ვიტკოფის ვიზიტის დროს უკვე ბევრი რამ გაკეთდა. ის პრეზიდენტ ტრამპის სახელით საუბრობდა. მე იმედი მაქვს, რომ დღეს გაგრძელდება ძალიან სასარგებლო საუბარი” – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ალასკაში დაგეგმილ ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე.
სამიტი, ალასკას დროით, 11:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათზე) თავდაპირველად ტრამპი-პუტინის შეხვედრით დაიწყება, მოგვიანებით კი რუსეთ-აშშ-ს დელეგაციების შეხვედრით გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა