რუსეთი ღამით 28 დრონით და სამი ფრთოსანი რაკეტით დაესხა თავს უკრაინას

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 6-7 იანვარს ღამით რუსეთმა ზე თავდასხმა განახორციელა 28 უპილოტო აპარატითა და სამი ფრთოსანი რაკეტით. ქალაქ დნეპროპეტროვსკის ცენტრში 12 ადამიანი დაშავდა.
ბოლო დღეების თავდასხმებთან შედარებით მცირე მასშტაბის მიუხედავად, 7 იანვრის იერიშიდან ჩანს, რომ არ წყვეტს სამოქალაქო, ხშირად ფრონტის ხაზიდან შორს მდებარე ინფრასტრუქტურისთვის, ცეცხლის დაშენას. T
elegram-ის გზით უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები იტყობინებიან, რომ ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 28-დან 21 დრონი, რომელთა სამიზნე ძირითადად უკრაინის სამხრეთი და აღმოსავლეთი იყო. უკრაინის ტელევიზიას სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა, იური იჰნატმა განუცხადა, რომ „მოწინააღმდეგემ იერიშის აქცენტი გადაიტანა ფრონტისპირა ტერიტორიებზე: ხერსონის და დნეპროპეტროვსკის ოლქებს დრონებით შეუტიეს”.
ამ თავდასხმების გამო რუსეთს განცხადება არ გაუკეთებია.
დნეპროპეტროვსკის ცენტრში თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა რამდენიმე შენობა, მათ შორის სკოლის საერთო საცხოვრებელი.
ბოლო ორ კვირაში რუსეთმა უკრაინაში სამიზნეებს 300 რაკეტა დაუშინა და 200 დრონი გაუშვა ქვეყნის სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით, რათა დააშინოს სამოქალაქო მოსახლეობა და მორალურად გატეხოს ის.
მხოლოდ 29 დეკემბერს უკრაინის ქალაქებს 120 რაკეტა ესროლეს. დაიღუპა 44 ადამიანი, მათგან 30 მხოლოდ კიევში.

ასევე დაგაინტერესებთ