ბათუმში ალილოს მსვლელობა გაიმართა

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმში, ტრადიციული საშობაო მსვლელობა ალილო მოეწყო.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საზეიმო მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეუერთდა.
მთავრობის თავმჯდომარემ ალილოს მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა და საშობაო ნობათები გადასცა.
შობის მახარობლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ