მერობის კანდიდატი დაურ ისმაილოვი – მარნეულის მაცხოვრებლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვიცნობ მათ საჭიროებებს. აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ახალგაზრდებმა, მაქსიმალურად დაიმკვიდრონ თავი და ერთად ავაშენოთ ჩვენი მარნეული

მერობის კანდიდატი დაურ ისმაილოვი – მარნეულის მაცხოვრებლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვიცნობ მათ საჭიროებებს. აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ახალგაზრდებმა, მაქსიმალურად დაიმკვიდრონ თავი და ერთად ავაშენოთ ჩვენი მარნეული
“ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატი დაური ისმაილოვი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს მართავს და აცხადებს, რომ მათთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე იცის, თუ რა გამოწვევები არსებობს მუნიციპალიტეტში. მერობის კანდიდატი გეგმავს, რომ გუნდთან ერთად მართოს მუნიციპალიტეტი და ყველა სფერო განავითაროს. “დავიბადე და გავიზარდე ქალაქ მარნეულში.
დღესაც, ჩემ დიდ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ მარნეულში. მარნეულის მაცხოვრებლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საფუძველზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვიცნობ მათ საჭიროებებს. ვფლობ, თუ რა საჭიროებები, რა გამოწვევები არსებობს ქალაქ მარნეულში და მთლიანად მუნიციპალიტეტში. ვაპირებთ განვავითაროთ მარნეული, განვავითაროთ ყველა სფერო. ეს იქნება ტურიზმი, რისიც დიდი პოტენციალი არსებობს მარნეულში, ეს იქნება ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდული იდეები, თუ აგრო სფერო. აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ახალგაზრდებმა, მაქსიმალურად დაიმკვიდრონ თავი და თავიანთი ენერგიითა და ცოდნით უფრო მეტად, ერთად ავაშენოთ ჩვენი მარნეული”- განაცხადა დაურ ისმაილოვმა.
Previous: ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემი ქალაქის და ჩემი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარ. ყველაფერი მინდა გავაკეთო ბოლნისის და ბოლნისელებისთვის – ზამურ ჭითანავა

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა