მერობის კანდიდატი ილია მზექალაშვილი-კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს. ყვარლის მუნიციპალიტეტი მეტად განვითარებული იქნება, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე

მერობის კანდიდატი ილია მზექალაშვილი-კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს. ყვარლის მუნიციპალიტეტი მეტად განვითარებული იქნება, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე
„ქართული ოცნების“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მზექალაშვილმა გასული წლების მანძილზე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მერობის კანდიდატი სამომავლო გეგმებზე მის გუნდთან ერთად მუშაობს და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტისთვის ერთად არა ერთი პროექტი განახორციელეს. მან, ასევე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომავალში ყვარელი მეტად განვითარებული იქნება, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე. „ჩვენს გუნდთან ერთად ყვარლისთვის ბევრი პროექტი განვახორციელეთ.
მუნიციპალიტეტში აშენდა საბავშვო ბაღები, სპორტული მოედნები და როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში მოასფალტდა გზები. კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს. ქალაქ ყვარელში დღესაც მიმდინარეობს პროექტები. ტარდება გურამიშვილის და ასევე, ზურაბ ჭავჭავიძის ქუჩების რეაბილიტაცია. ყვარლის მუნიციპალიტეტი იქნება მეტად განვითარებული, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე“- განაცხადა ილია მზექალაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა