სერგეი ლავროვი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე – გვაქვს არგუმენტები, მკაფიო პოზიცია და ჩვენ მას დავაფიქსირებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე ალასკაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე თავის მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ არასდროს ვგეგმავთ წინასწარ. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს არგუმენტები, გვაქვს მკაფიო, ზუსტი პოზიცია. ჩვენ მას დავაფიქსირებთ. სტივენ უიტკოფის ვიზიტების დროს აქ უკვე ბევრი რამ გაკეთდა, პრეზიდენტმა ამის შესახებ განაცხადა. უიტკოფმა პრეზიდენტ ტრამპის სახელით ისაუბრა. იმედი მაქვს, რომ დღეს ამ ძალიან სასარგებლო საუბარს გავაგრძელებთ“, – განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი დღეს ალასკაში შეხვდებიან ერთმანეთს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გუშინ განაცხადა, რომ ლიდერების შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. მისი თქმით, პუტინი და ტრამპი ჯერ პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი დელეგაციების მონაწილეობით.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა