ეკონომისტი: კარგ სცენარში 2.6, ცუდში 3.05 -ჯერ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ …

„ახლა კურსი მერყეობს 2.69-2.72-ზე და დიდ სიურპრიზებს ჯერჯერობით არ გვპირდება“, – ამის შესახებ ეკონომისტი ნიკა შენგელია წერს.

შენგელია ლარის კურსის უახლოესი თვეების დინამიკას პროგნოზირებს და სამ შესაძლო სცენარსა და მათი განმაპირობებელ ფაქტორებზე აქცენტირებს.

„ახლა კურსი მერყეობს 2.69–2.72-ზე და დიდ სიურპრიზებს არ გვპირდება, ჯერჯერობით.

ა) ტურისტები კიდევ გვყავს და დოლარი შემოაქვთ – ეს ლარს ამაგრებს;

ბ) ინვესტიციებში ცოტა ვერ გვაქვს კარგად საქმე – ეს კი პირიქით, ზეწოლას ზრდის;

ეროვნული ბანკი ინტერვენციებით დროულად ერევა და მკვეთრ რყევებს არ უშვებს. რას უნდა ველოდოთ შემოდგომაზე?

  • ნორმალური სცენარი: 2.70–2.85;
  • კარგი სცენარი: 2.60–2.70;
  • ცუდი სცენარი: 2.85–3.05.

მოკლედ, ჯერ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ პოლიტიკურ ამბებს და გლობალურ ბაზრებს თვალი უნდა ადევნოთ“, – აღნიშნავს შენგელია.