ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ვადამდე ადრე დატოვებს თანამდებობას

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ვადამდე დატოვებს თავის პოსტს, რადგან ამ თანამდებობის პარლამენტის დეპუტატობასთან შეთავსება არ შეიძლება.
მიშელმა პრესას აცნობა, რომ თავისი მემკვიდრის ვინაობა ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გამოცხადდება.
ევროპული საბჭოს თავმჯდომარე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ბელგიის ლიბერალური პარტიის „რეფორმისტული მოძრაობის“ სახელით. ის ამ პარტიას 2011-2019 წლებში თავმჯდომარეობდა.
მიშელი თავის ახლანდელ მოვალეობას შეასრულებს 16 ივლისამდე, სანამ დადებს ევროპარლამენტის წევრის ფიცს. თუ ამ დროისთვის მიშელის მემკვიდრის კანდიდატურა არ განისაზღვრა, მისი მოვალეობის შემსრულებელი იქნება უნგრეთის წარმომადგენელი, რადგან ამ დროისთვის ეს ქვეყანა იქნება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე.
შარლ მიშელი 48 წლისაა. ის ევროპული საბჭოს თავმჯდომარეა 2019 წლიდან. მანამდე მას ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.
მიშელს უფლებამოსილების ვადა წელს, ნოემბერში ეწურება. ევროპული საბჭოს თავმჯდომარეს ნიშნავენ ორნახევარი წლით ამავე ვადით უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობით.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება