– მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული

მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი განცხადებაში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
ხაზარაძის თქმით, არ არსებობს მოცემულობა, რომ სრულფასოვანი შემდგარი ერი ან სახელმწიფო გვერქვას, ვიდრე ქვეყნის ერთიანობა არ იქნება აღდგენილი.
„33 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რასაც აფხაზეთის ომი ჰქვია, 33 წელი დავტირით ჩვენს გმირებს, ვინც სამშობლოს ერთიანობას თავი შესწირა. არ არსებობს რამე სახის მოცემულობა, რომ ჩვენ სრულფასოვანი შემდგარი ერი ან სახელმწიფო გვერქვას, სანამ ქვეყნის ერთიანობა აღდგენილი არ იქნება.
ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა, ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობაც ამით იყო განპირობებული. დღესაც მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული.
ანაკლიასაც ავაშენებთ და ქვეყანასაც გავაერთიანებთ, ამის მწამს, მჯერა და ასე იქნება ეს“, – წერს ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?