ბოლნისში ცოლის მკვლელობის ბრალდებით 79 წლის კაცი დააკავეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ სახლში ცოლის ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე 79 წლის კაცი დააკავეს.

დაკავებულს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. მოკლული ქალი 75 წლის იყო.

“ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა
ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი –
დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ნათქვამია -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო