მაია ორჯონიკიძე: …ქაქუცა და კოტე აფხაზი საფლავებში ტრიალებენ

მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე:
21-ე საუკუნეში 1917 წლის ეპოქალურად სისხლიანი კონტრევოლუციის ჭეშმარიტი შემოქმედის, კომუნისტურ კონცლაგერებზე მეოცნების (არ დასცალდა მასზე დიდი გაიძვერას გამო) და რეალურად უბოროტესი ლევ ტროცკის წმინდა გიორგის ამპლუაში წარმოჩენა, რომელიც ბოროტებას-გველეშაპს ამარცხებს-რატომ უნდა მოგინდეს ქართველ ადამიანს, ან უბრალოდ საღადმოაზროვნე ადამიანს? ვისაც ამ სიგიჟის სჯერა-შესაბრალია, მაგრამ კიდევ უფრო შესაბრალია ახალგაზრდების ის ნაწილი, რომელთაც ტროცკისტი გიორგი მაისურაძე ლექციებს უკითხავს მწიგნობრულად და ფარისევლურად.
OMG, ლევ ტროცკი, ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავით, იმ ვარსკვლავით, რომელიც 1921 წელს საქართველოს დამყრობელ რუს და გრუზინ ბოლშევიკებს ტანსაცმელზე ებნიათ…
ქაქუცა და კოტე აფხაზი საფლავებში ტრიალებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო