მედია: მექსიკამ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით კარტელის 26 სავარაუდო წევრი აშშ-ს გადასცა

მექსიკამ -ში მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად კარტელის 26 სავარაუდო წევრი გაგზავნა, რადგან ისინი ტრამპის ადმინისტრაციამ მოითხოვა, მექსიკას კი არ სურდა, რომ მათ უკანონო ბიზნესის წარმოება ადგილობრივი ციხეებიდან გაეგრძელებინათ. ინფორმაციას AP ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მასობრივი გადაყვანა არ არის უფრო ფართო, ტარიფებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ნაწილი.

“მათი გადაცემა არა მხოლოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიული ღონისძიებაა, არამედ ასახავს მტკიცე გადაწყვეტილებას, ხელი შეუშალოს ამ დამნაშავეებს ციხეებიდან კრიმინალური ქმედებების გაგრძელებაში და დაშალოს მათი გავლენის ქსელები”. – თქვა მექსიკის უსაფრთხოების მინისტრმა ომარ გარსია ჰარფუჩმა.

აშშ-სთვის გადაცემულ კარტელი სავარაუდო წევრებს შორის არიან, მათ შორის, ხალისკოს ახალი თაობის კარტელთან და სინალოას კარტელთან ასოცირებული პირები, რომლებიც აშშ-ს მიერ იძებნებოდნენ ნარკოტიკებით ვაჭრობასა და სხვა დანაშაულებში მათი მონაწილეობისთვის.

მანამდე, თებერვალში მექსიკამ აშშ-ს სხვადასხვა კარტელთან დაკავშირებული 29 პირი გადასცა.

მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შაინბაუმის თქმით, ეს მისი ქვეყნის “სუვერენული გადაწყვეტილებაა”.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო