“ძებნილი პუტინი აშშ-ს ტერიტორიაზე როგორც კი დადგამს ფეხს და ხელს ჩამოართმევს აშშ-ს პრეზიდენტს, იგი მიიღებს იმ აღიარებასა და ჯილდოს, რომელიც მან საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიზმის ფეხქვეშ გათელვის ფონზე მიიღო” – გიორგი კობერიძე

“ძებნილი პუტინი -ს ტერიტორიაზე როგორც კი დადგამს ფეხს და ხელს ჩამოართმევს აშშ-ს პრეზიდენტს, იგი მიიღებს იმ აღიარებასა და ჯილდოს, რომელიც მან საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიზმის ფეხქვეშ გათელვის ფონზე მიიღო” – გიორგი კობერიძე
კრემლის პროპაგანდისტების მხრიდან უკვე დიდი ხანია ისმის ერთი და იგივე შეძახილი: “დაე, ისტორია განმეორდეს”. პუტინი, რომელიც წარსულის სიდიადითა და საბჭოთა იმპერიის ნოსტალგიით ცხოვრობს, ყოველი შესაძლებლობისას ცდილობს, დასავლეთი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რეალობაში დააბრუნოს. ამ ისტორიული სურვილის ყველაზე მკაფიო გამოვლინება კი დონალდ ტრამპთან შეხვედრისას “ახალი იალტის კონფერენციის” გამართვის სურვილია.
ეს არ არის მხოლოდ უსაფუძვლო ვარაუდი. ს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნისა და პუტინის უახლოესი თანამებრძოლის, ნიკოლაი პატრუშევის, მიერ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ წერილში მკაფიოდ იყო ასახული კრემლის ამბიცია, მოეწყოს კონფერენცია, რომელიც ტერიტორიების კონტროლსა და გავლენის სფეროებს გაანაწილებს. მისი მიზანი უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპის ნაწილისა და, პირველ რიგში, უკრაინის სრული ჩახსნა დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებიდან და მათი სრულად რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა. ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხშირად ისმის ტერმინი “ფინეთიზაცია”. ეს ტერმინი აღწერს იმ პროცესს, როდესაც ერთი სახელმწიფო, ამ შემთხვევაში , ფორმალურად ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მაგრამ რეალურად იძულებულია, საკუთარი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა სრულად შეათანხმოს უფრო ძლიერ მეზობელთან, რუსეთთან. ეს ტერმინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმ ფინეთის აღსაწერად გამოიყენეს, რომელიც ცივი ომის დასრულებამდე საბჭოთა კავშირიში სასარგებლო ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული და ავტოკრატი ურჰო კეკონენი მართავდა. ფინეთი საბოლოოდ ცივი ომის შემდეგ ჩაეხსნა საბჭოთა კავშირს და ერთ-ერთი ყველაზე ანტი-იმპერიალისტურ და რუსეთის შეკავების პროცესში ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. მაგრამ უკრაინას, მისი ფინეთიზაციის შემთხვევაში შესაძლოა ასეთი შანსი აღარ ჰქონდეს. უკრაინის “ფინეთიზაციაზე” საუბარი კრემლის პრესაში ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, რაც აჩვენებს, რომ ეს იდეა არცთუ ახალია. თუმცა, უკრაინისთვის ეს ნეიტრალიტეტი, დემილიტარიზაცია და ტერიტორიების დათმობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური კომპრომისი. ეს არის მისი, როგორც ფუნქციური სახელმწიფოს, ლიკვიდაცია. მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფაქტობრივი უარყოფა მსოფლიოში ახალ და საშიშ წესრიგს დაამყარებს, წესრიგს, სადაც გავლენის სფეროების მოპოვება და ტერიტორიული დაპყრობები ჩვეული ამბავი გახდება. თუ რუსეთს შეეძლება ეს არ შეეძლება სხვა დიდ ძალას ან დიდ ძალებთან ასოცირებულ საშუალო მოთმაშეებს?! პუტინი ძლიერი მანიპულატორია, რომელიც შეეცდება, ტრამპი ისეთ გადაწყვეტილებებზე წააქეზოს, რომელიც საბოლოო ჯამში კრემლის ინტერესებს მოემსახურება. როგორც იულია იოფე, რუსეთის კვლევების ცნობილი ექსპერტი, ხშირად აღნიშნავს ხოლმე, კრემლის მთავარი ოცნება გავლენის სფეროებისა და ტერიტორიების ხელახალი განაწილება იყო. იგი ამბობს, რომ ყველაფერი რაც რუსეთში ხდება, რეალურად საგარეო ასპარეზზე წამყვან ძალად დაბრუნებას ემსახურებაო. ეს არის იმპერიული აზროვნების ბირთვი და 1990-ნი წლებიდან იკვეთებოდა ასე, რასაც ასაკში შესული ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ისტორიულ გასაყარს ადარებდა და ამბობდა, თუკი რუსეთში დემოკრატია არ გაიმარჯვეს იმპერიალიზმი ჩაანაცვლებს მასო. თუმცა, არსებობს ერთი დიდი განსხვავება 1945 წელსა და დღევანდელ რეალობას შორის. დღეს მსოფლიომ კარგად იცის, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში მხოლოდ დასაწყისია. დასავლური სახელმწიფოები და მათი ლიდერები აცნობიერებენ, რომ თუ უკრაინა დაეცემა, მომავალში ისინი გახდებიან კრემლის რეალური სამიზნეები. რუსმა პროპაგანდისტებმა უკვე დაიწყეს იმის პროპაგანდირება, რომ ბალტიისპირეთი ანომალიური წარმონაქმნია და უნდა გადაიჭრას ეს საკითხიო. ეს უკვე არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს უსაფრთხოების საკითხია, პირველ რიგში კი საქართველოსი. სწორედ ამ რეალობიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე იალტის ახალი კონფერენციის რეალური შანსები დაბალია, რადგან: 1. აშშ ამით დაკარგავს ჰეგემონის სტატუსს; 2. დაკარგავს მოკავშირეთა ნდობასა და ქსელს; 3. ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა არ დასთანხმდებიან შეთავაზებულ რეალობას; 4. უკრაინაში უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ცხადია ემხობა ხალხი, მაგრამ სახელმწიფოს მოსპობას არა, მით უფრო არმია, შესაბამისად რთული წარმოსადგენია ვინმე დასთანხმდეს ამას. შესაბამისად, იკვეთება სურათი, რომ პუტინი, როგორც ძლიერი მანიპულატორი შეეცდება ტრამპს მიუდგეს ისე, რომ მას მოლაპარაკებების კრემლისეული ხედვა შესთავაზოს, ხოლო ამ შეთავაზების პრაქტიკაში ვერ განხორციელების შემთხვევაში კრემლს შეეძლება ყველაფერი კიევს დააბრალოს და თქვას აგერ მას არ უნდა ომის შეწყვეტაო. რეალურად კი რუსეთს არ უნდა ცეცხლის შეწყვეტა, მისი გაცხადებული მიზანი უკრაინის კაპიტულაცია ან დაპრყრობითი ომის გაგრძელებაა. ტრამპს, სურვილის შემთხვევაში კი საშუალება მიეცემა გადაულოცოს ევროპას უკრაინის დახმარების სადავეები და თავად დისტანცირდეს. ეს მას ისედაც აქვს დაანონსებული. მაგრამ რამდენადაც არსებობენ იზოლაციონისტები ტრამპის ირგვლივ, იმდენად ბევრნი არიან ჰეგემონიის მხარდამჭერებიც. რეალისტურია, რომ შეხვედრის მიუხედავად ის პროცესები გაგრძელდეს, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, სახელდობრ, ევროპის მილიტარიზაცია და უკრაინის დახმარების ზრდა მისი მხრიდან, ხოლო აშშ-ს შედარებითი დისტანცირების გაგრძელება. ეს კი საშუალო და მოკლე ვადაში. თუმცა მძიმე სცენარის შანსიც არსებობს. ეს კი აშშ-ს მხრიდან უკრაინაზე ზეწოლა შეიძლება იყოს რათა დასთანხმდეს იმ წინადადებას, რომელსაც კონფერენციაზე მოილაპარაკებენ რუსეთი და აშშ. ეს კი ალბათ სწორედ იალტას კონფერენციის ნაირსახეობა იქნება, ოღონდ შედარებით პატარა სივრცეზე. ისიც ჯერ, მომავალში კი უარესიც შეიძლება მივიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მაღალი ალბათობით არ დასთანხმდება ზეწოლას, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. უკეთესი სცენარი კი ის იქნება, კაპიტულაციის შესახებ დაყენებულმა მოთხოვნებმა მოლაპარაკებების ჩავარდნა გამოიწვიოს, საბოლოოდ კი საშუალო და გრძელ ვადაში ვაშინგტონმა კიდევ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს რუსეთთან მიმართებით. რაც არ უნდა იყოს, ომის დანაშაულების გამო ძებნილი პუტინი აშშ-ს ტერიტორიაზე როგორც კი დადგამს ფეხს და ხელს ჩამოართმევს აშშ-ს პრეზიდენტს, იგი მიიღებს იმ აღიარებასა და ჯილდოს, რომელიც მან საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიზმის ფეხქვეშ გათელვის ფონზე მიიღო. ეს უკვე მიღწევა იქნება მისი მხრიდან. საერთაშორისო სამართლისათვის კი დიდი მახვილი მის გულში.