გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ იმისთვის, რომ გარედან დაფინანსებული გარკვეული ჯგუფები არ ახდენდნენ შიდა პოლიტიკის ფორმირებას გარე ინტერესით და არა შიდა სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე

გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ იმისთვის, რომ გარედან დაფინანსებული გარკვეული ჯგუფები არ ახდენდნენ შიდა პოლიტიკის ფორმირებას გარე ინტერესით და არა შიდა სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ბრიუსელის მხრიდან საქართველოზე ზეწოლასა და მათ მიერ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მედიასთან ეხმიანება.
„აქამდე იყო საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებული, რომ USAID და NED მხოლოდ კარგს აკეთებდნენ და აღმოჩნდა, რომ ისინი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვის იყენებდნენ ამ ფულს“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონის საჭიროება სწორედ მსგავსი ფაქტების გამო დადგა.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონი შემოვიტანეთ იმისთვის, რისთვისაც ამ კანონებით სარგებლობენ დასავლური ქვეყნები. იმისთვის, რომ გარედან დაფინანსებული გარკვეული ჯგუფები არ ახდენდნენ შიდა პოლიტიკის ფორმირებას გარე ინტერესით და არა შიდა სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. თქვენ იცით ამის არაერთი შემთხვევა. აქამდე იყო საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებული, რომ USAID და NED მხოლოდ კარგს აკეთებდნენ და აღმოჩნდა, რომ ისინი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვის იყენებდნენ ამ ფულს და ამაზე არ ვსაუბრობდით მხოლოდ ჩვენ, ეს დაადასტურა -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

10-15 ახალგაზრდა ნაცი იყო მეტეხის ეკლესიასთან. მესანთლე ქალს ამოუტრიალეს გინებით ყველაფერი. ამ ქალს გამოესარჩლა ორი ბიჭი, გამოვარდნენ ნაცები და ტიტუშკები დაგვესხნენო. დავალება აქვთ, უსაზიზღრესად მოიქცნენ და ვინმე პროვოკაციაზე წამოაგონ, სხვა ახსნა არ აქვს!

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციათა უმრავლესობა მიზანმიმართულად არ დაესწრო ამ დებატებს და ამით თავიანთი ერთგვარი პროტესტი გამოხატეს, როგორც პიროვნულ, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო დონეზეც და ეს არის ძალიან ნიშანდობლივი