რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე – ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხი იქნება

ვლადიმერ პუტინისა და ს შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხი იქნება, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„რაც შეეხება სამიტის დღის წესრიგს, ალბათ ყველასთვის ნათელია, რომ მთავარი თემა უკრაინის კრიზისის მოგვარება იქნება, მათ შორის იმ მოლაპარაკებების გათვალისწინებით, რომელიც კრემლში 6 აგვისტოს -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მონაწილეობით გაიმართა“, – განაცხადა იური უშაკოვმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებს საქმიანი ხასიათი ექნება.
„რა თქმა უნდა, უფრო ფართო ამოცანებიც იქნება განხილული, რომლებიც მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს შეეხება“, – აღნიშნა უშაკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ს შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე, ქალაქ ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

გაგა ჩხეიძე: არ მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მსგავსი იდეა განხორციელდება, ამიტომ ხელისუფლების ცვლილებას და უკეთეს დროს უნდა დაველოდოთ, როცა ქვეყანა თავისი კულტურული წარსულის დაფასებას ისწავლის