რუსებმა დარტყმა განახორციელეს ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობაზე, ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ არც ერთი ასეთი თავდასხმა უშედეგოდ არ ჩაივლის –

უკრაინის წინააღმდეგ ს სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 683-ე დღეს რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონი დაბომბეს. დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. დაშავებულია 8 მოქალაქე. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
პრეზიდენტი თავის ყოველდღიურ მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ტერორის ყოველ გამოვლინებასა და ზე ზეწოლის გაძლიერების ყოველ მცდელობაზე იქნება უკრაინის ადეკვატური პასუხი.
“დონეცკის და პოკროვსკის ოლქში რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები. ყველა დაშავებული იღებს აუცილებელ დახმარებას. ჯერჯერობით, ცნობილია ათამდე ადამიანის დაღუპვის შესახებ, სამწუხაროდ, მათ შორის ბავშვებიც არიან. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. რუსებმა დარტყმა განახორციელეს ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობაზე. რუსეთი ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ არც ერთი ასეთი თავდასხმა უშედეგოდ არ ჩაივლის. ეს უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ძალებით, ჩვენივე თავდაცვითა და პოლიტიკური შესაძლებლობებით,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთნაისქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმებაზე უარი თქვა, რა სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი ლოგიკის, ისე დემოკრატიული პრინციპების კუთხით

ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და ქვეყნის „ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე“ სცილდება პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებს, ზეწოლის ფორმას იღებს და სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა

არცერთი უცხოელი აქტორის საქმე არასდროს იქნება თუ როგორ წარმართავს ხალხის მიერ მრავალჯერ არჩეული საქართველოს ხელისუფლება საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სახეზეა იდეოლოგიურად დამარცხებული ევროკრატიის კონვულსიები, რომ როგორმე რაღაც დაამტკიცონ საერთაშორისო ასპარეზზე