ერდოღანმა მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას, სახელმწიფოსა და ხელისუფლებას იმ ძალიან კარგი პოზიციისთვის, რაც დღეს საქართველოს აქვს

ერდოღანმა მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას, სახელმწიფოსა და ხელისუფლებას იმ ძალიან კარგი პოზიციისთვის, რაც დღეს საქართველოს აქვს
„ბატონ ერდოღანთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების სიმტკიცე“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ქართული დელეგაციის რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის თემაზე კომენტირებისას. მისი თქმით, ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი იმისათვის, რომ მომავალში საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. „მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საზოგადოებას, სახელმწიფოსა და ხელისუფლებას იმ ძალიან კარგი პოზიციისთვის, რაც დღეს საქართველოს აქვს. შესაბამისად, ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი იმისათვის, რომ მომავალში საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეამაყება, რომ ჩემს დმანისელებს უკვე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან და სოფლების 90 პროცენტიდან უფასოდ ჩამოვიდნენ მიკროავტობუსებით ქალაქის ცენტრში, მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისები – განვახორციელეთ უამრავი პროექტი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მიმართულებით