პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელმა ღაზა დაბომბა – ბოლო 24 საათში დაბომბვას სულ მცირე კიდევ 123 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის ძალებმა ქალაქი ღაზა დაბომბეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის დაბომბვას კიდევ სულ მცირე 123 ადამიანი ემსხვერპლა.
ღაზის სექტორის მცხოვრებლების თქმით, ისრაელის ავიაციამ და ტანკებმა ღაზას აღმოსავლეთ რაიონები ინტენსიურად დაბომბეს, რის შედეგადაც ღამით ზეიტუნისა და შეჯაიას უბნებში მრავალი სახლი განადგურდა. ალ-აჰლის საავადმყოფოს ცნობით, მხოლოდ ზეიტუნში სახლზე საჰაერო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზაში შიმშილობისა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ რვა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, გარდაიცვალა.
ანკლავში არასრულფასოვანი კვებისა და შიმშილის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მონაცემებს უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ