რუსმა ოკუპანტებმა დნიპროს დრონებით შეუტიეს | დაშავდა 2 ადამიანი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა წუხელ დნიპროს დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა და განადგურდა რამდენიმე ავტომობილი.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლისაკის თქმით, დაზიანებულ კორპუსში 22 ოჯახი ცხოვრობდა.
ქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციაში 45 მაშველი და 11 ერთეული სახანძრო-სამაშველო და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
ასევე ნახეთ:
· რუსების მიერ გაშვებული 28 “შაჰიდიდან” ღამით 21 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები