გერმანია ნატო-ს ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს, 500 მილიონ დოლარს გამოყოფს

გერმანია 500 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს ნატო-ს ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინისთვის ამერიკაში წარმოებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გერმანიის მთავრობამ ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტისა და ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით მასშტაბური მოლაპარაკებების დროს გააკეთა.
ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ამჟამად გერმანია ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერია უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობის კუთხით.
ცნობისთვის, აშშ-მა და ნატო-მ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ახალი მექანიზმი – უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია Priority Ukraine Requirements List (PURL) წამოიწყეს, რომელიც ალიანსის სხვა წევრების შენატანებიდან დაფინანსებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი