ჟან-ნოელ ბარო – დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისგან ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოითხოვს

ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ სთან ონლაინ მოლაპარაკებების დროს -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალასკაში შეხვედრის დროს ს პრეზიდენტისგან ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოითხოვს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ს თანდასწრებით, შემდეგი შეხვედრის დროს გაიმართება.
„მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეუერთდება საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების სისტემას, შემუშავებულს „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების მიერ, რომელიც შედგება საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიისგან“, – აცხადებს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ ბერლინში ჩავიდა, სადაც მან ვიდეოკონფერენციები გამართა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხები მოლაპარაკების საგანი არ იქნება არავისთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა.