თორნიკე მიგინეიშვილი: ეს არის სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთი მავნე პრაქტიკა და რეპრესიის ახალი ტალღა, როცა პიროვნებებს ირიბად აიძულებენ არ დატოვონ სახელმწიფო, იმის შიშით რომ უკან ვეღარ დაბრუნდებიან

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი:
უკვე მერამდენედ მიკავშირდება სხვადასხვა პიროვნება, რომლებსაც აქვთ 5000 ლარიანი ჯარიმა და ამის გამო უცხოეთში წასულს საქართველოში არ უშვებენ.
ეს არის სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთი მავნე პრაქტიკა და რეპრესიის ახალი ტალღა, როცა პიროვნებებს ირიბად აიძულებენ არ დატოვონ სახელმწიფო, იმის შიშით რომ უკან ვეღარ დაბრუნდებიან.
იმის გამო რომ მებაჟეებს უარის შემთხვევაში არცერთი დოკუმენტი არასდროს არავისთვის გადაუციათ, დღემდე უცნობია კანონის ნორმა, რის საფუძველზეც უარს ეუბნებიან ამ ადამიანებს ქვეყანაში შემოშვებაზე.
ადმინისტრაციული ჯარიმა არ არის ქვეყანაში შემოშვებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისი უწყებები სასწრაფო წესით უნდა დაინტერესდნენ ყველა ინდივიდუალური შემთხვევით.
მათ შორის, სახალხო დამცველი, როცა საუბარია ქვეყანაში პირთა დისკრიმინაციული წესით შემოშვებაზე.
ხშირ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებზე ხდება მსგავსი შემთხვევები.
გთხოვთ, მედიებსაც. განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ ამ საკითხს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”. შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ