ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ მის გასაიდუმლოებულ ჰოსპიტალიზაციაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ის სრულ პასუხისმგებლობას იღებს მისი ერთკვირიანი ჰოსპიტალიზაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით.
”ვაღიარებ, რომ შემეძლო უკეთ შემესრულებინა სამუშაო საზოგადოების სათანადო ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით, მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას: ეს იყო ჩემი სამედიცინო პროცედურა და მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას გამჟღავნების შესახებ გადაწყვეტილებებზე“, – აღნიშნულია ოსტინის განცხადებაში.
შეგახსენებთ, პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ -ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 1-ელი იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება. რაიდერს არ დაუზუსტებია თუ რა სამედიცინო პროცედურა დასჭირდა ლოიდ ოსტინს ან რა გართულებები მოჰყვა ჩატარებულ პროცედურებს. ამასთან, მოგვიანებით Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ს ადმინისტრაციისა და პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ისევე როგორც კონგრესის წევრებმა დღეების განმავლობაში არ იცოდნენ, რომ ოსტინი ჰოსპიტალიზირებული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს