Emaar-ის შვილობილი Eagle Hills-ი საქართველოში გაყიდვების ოფისს ხსნის

არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია Emaar Properties-ის Eagle Hills-ის ბრენდი საქართველოში გაყიდვების ოფისს ხსნის.
კომპანია როგორც ამის შესახებ მიმდინარე წლის იანვარში ითქვა, საქართველოში ორი დეველოპერული პროექტის განვითარებას გეგმავს – მათ შორის პირველი პროექტი გონიოში 260 ჰექტარზე განთავსდება, მეორე კი თბილისის მახლობლად, 590 ჰექტარზე ში. ორივე პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
Eagle Hills-ის გაყიდვების ოფისი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი კინო რუსთაველის პირველ სართულზე განთავსდება. შესაბამისი შოურუმის მოწყობაზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა უკვე გასცა.
შოურუმის რენდერი:
რაც შეეხება თავად დეველოპერულ პროექტს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა რამდენიმე თვის წინ განუცხადა, რომ Emaar თბილისსა და გონიოში პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყებს.
„დაიწყება პროექტების განვითარების მეორე ფაზა, რომლის ფარგლებში კომპანია დააფუძნებს წარმომადგენლობას საქართველოში. შემდეგ, მოხდება მუშაობა გენერალურ გეგმარებასა და სანებართვო პირობებზე. ვფიქრობთ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყება სამუშაოები ორივე ლოკაციაზე“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.