ჰაკერების ჯგუფმა, რომელმაც იტალიის სასტუმროების დაჯავშნის სისტემებში შეაღწია, ათიათასობით დამსვენებლის მონაცემების ასლი გადაიღო.
Dpa იმოწმებს იტალიის პოლიციას, რომლის თანახმად, Mydocs-ის სახელით ცნობილ ჯგუფს ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტში გასაყიდად გამოტანილი ჰქონდა დაახლოებით 70 000 დოკუმენტი.
დაზარალებული არიან ისეთი ქალაქების მაღალი კლასის სასტუმროები, როგორებიცაა ვენეცია და ტრიესტი, ასევე კუნძული კაპრი და ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე მდებარე ფეშენებელური სასტუმრო.
ჰაკერებმა მოიპოვეს პასპორტების, პირადობის მოწმობების და სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების სკანირებული ფაილები, რომლებსაც დამსვენებლები და ბიზნესმენები მიმღებში ტოვებენ.
იტალიის ციფრულ საქმეთა სახელმწიფო სააგენტომ (AgID) განაცხადა, რომ დოკუმენტები ამჟამად “ბნელ ქსელში” იყიდება, ფასები კი 800-დან 10 000 ევრომდე მერყეობს.
იტალიაში სტუმრებმა ღამის გასათევად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინონ, შემდეგ პერსონალი მათ ასლს აკეთებს. ბევრი სასტუმრო მონაცემთა შესანახად კომპიუტერულ სისტემებს იყენებს.
ფორუმი
