22-მა ონლაინ მედიამ მუშაობა განაახლა, ისინი საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

22-მა ონლაინ მედიამ, რომელთა ვებ-გვერდი დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში გათიშული იყო, მუშაობა განაახლა და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება და სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა.
მათივე ინფორმაციით, სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც, დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
„დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. რეპრესიული რეჟიმი ცდილობს ჩაახშოს ხმები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ.
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა.
სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ დავიცვათ ის, რაც ყველას გვეკუთვნის: თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია.
შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია.
სინათლე არ უნდა ჩაქრეს.
თავისუფლება მზიას!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!
გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად.
ბანკი“ #GE76TB7548536080100013
“ #GE06BG0000000609779465“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ ონლაინმედიები:
ბათუმელები • Batumelebi.ge;
Netgazeti;
პუბლიკა • Publika;
ინდიგო • Indigo;
ქართლის ამბები / Qartli.ge;
GURIA NEWS;
სამხრეთის კარიბჭე / Sknews.ge;
Chai Khana;
Info imereti;
სტუდია მონიტორი・Studio Monitori;
Kutaisipost • ქუთაისიპოსტი;
OCMedia;
Radio Marneuli 96.9 FM/ რადიო მარნეული 96.9 FM;
აჭარა თაიმსი • The Ajara Times;
აი, ფაქტი • ifact.ge;
64;
მედიაჩეკერი • Mediachecker;
ჩემი ხარაგაული;
აპრილი • Aprili;
გურიის მოამბე;
@TOK2Region;
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი jnews.ge;

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს