საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირი არ დააკვირდება

საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირი არ დააკვირდება.
ეუთო/ოდირი ფორმულასთან აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავრობისგან არ მიუღია მოწვევა თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.
“ეფექტური სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებისა და დამკვირვებლების განლაგებისთვის დარჩენილი შეზღუდული დროის გათვალისწინებით, ODIHR-ს აღარ შეუძლია ჩაატაროს ყოვლისმომცველი და შინაარსიანი ს დაკვირვება”, – აცხადებს ეუთო/ოდირის სპიკერი კატია ანდრუში ფორმულასთან.
ეუთო/ოდირის სპიკერი წუხს მოწვევის არარსებობის გამო, რაც მათივე თქმით, ეწინააღმდეგება წინა პრაქტიკებს, როდესაც მათ 2021, 2017, 2010 და 2006 წლების ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად იწვევდნენ.