რუსეთის საგარეო უწყება – რუსეთი ესტონეთიდან მისი დიპლომატის გაძევებაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს

რუსეთი დან მისი საელჩოს პირველი მდივნის გაძევებას უპასუხებს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„როგორც რუსულმა მხარემ ადრე განაცხადა, რუსეთი შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, – განაცხადა უწყებამ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, „დიპლომატი ესტონეთის კონსტიტუციური წესრიგისა და სამართლებრივი სისტემის ძირის გამოთხრაში პირდაპირ და აქტიურად მონაწილეობდა. ასევე, ხელს უწყობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულების, მათ შორის, სანქციების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენას“.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით