რუსებმა დნიპროს დრონებით დაარტყეს, დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობა

რუსულმა ძალებმა დნიპროს დრონებით დაარტყეს, რის შედეგადაც მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა და რამდენიმე ავტომობილი განადგურდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლისაკის თქმით, დაზიანებულ კორპუსში 22 ოჯახი ცხოვრობდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა. დაშავებულია ორი ადამიანი.
ქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციაში 45 მაშველი და 11 ერთეული სახანძრო-სამაშველო და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
დიმიტრი ლისაკის ინფორმაციით, შაბათს საღამოს დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსების კუთვნილი 7 დრონი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“პრემიერ-მინისტრს ვუთხარით, რომ მინიმუმ უნდა განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც განაჩენის მინიუმ 50% გაატარეს ციხეში – ისინი ციხეში არიან, ვინაიდან, პოლიტიკურ საქმიანობით იყვნენ დაკავებული”

გიორგი ვაშაძე – თუ საფრთხეს ნამდვილად აღიქვამ, სუს-ში კი არ დაიბარებდი ექსპერტულ საზოგადოებას – როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ერთად უნდა ვმუშაობდეთ, ქვეყნის შიგნით კი არ ვეძებდეთ მტერს