სერგეი ლავროვი ალასკაზე დაგეგმილ აშშ-რუსეთის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ალასკაზე დაგეგმილ აშშ-რუსეთის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალექსეი ფადეევზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ სერგეი ლავროვი პარასკევს, ალასკაზე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს“, – განაცხადა ფადეევმა ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება. ამერიკული მედიის ცნობით, შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა