საქართველოს ფარგლებს გარეთ შეძენილი ნებისმიერი ნივთი ან მომსახურება ხშირად გულისხმობს ერთიანად მნიშვნელოვან ხარჯს — იქნება ეს ავიაბილეთები, სასტუმროსა თუ აპარტამენტის ჯავშანი, კონცერტის ბილეთები ან შოპინგი საყვარელი ბრენდების მაღაზიებში. თავის მხრივ, ასეთი ერთჯერადი, დიდი დანახარჯები საჭიროებს გონივრულ ფინანსურ დაგეგმვას და მოქნილ გადაწყვეტილებას, რომელიც თავისუფლად დახარჯვის და ხარჯის მომდევნო თვეებზე განაწილების საშუალებას მოგვცემს.
მერე ბარათი სწორედ ასეთ მომენტებში გიმარტივებს ცხოვრებას — შეგიძლია შეიძინო დღეს და თანხა კომფორტულად გაანაწილო მომდევნო 6 თვეზე, ეფექტური 0%-ით, ყოველგვარი დამატებითი პროცენტის გარეშე. მერე ბარათით თანხა 6 თვეზე შეგიძლია გაანაწილო: Booking.com, Airbnb, EasyJet, Wizz Air, Pegasus, Flixbus, Viagogo, Temu, Amazon, 6pm, Adidas, Farfetch, Mytheresa და უამრავ სხვა პლატფორმაზე.
ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ფინანსურ მოქნილობას აფასებს და ცდილობს, ხარჯები გონივრულად დაგეგმოს — ისე, რომ არც სიამოვნება მოიკლოს, გეგმებიც სწორად დაალაგოს და ახალი გამოცდილებაც მიიღოს.
ზოგჯერ მოულოდნელად ჩნდება კარგი სამოგზაურო შეთავაზება ან მეგობრები ბოლო წუთს გადაწყვეტენ სადმე წასვლას… ჩვენ კი ამ მოულოდნელობას მოუმზადებლები ვხვდებით. ესეთ დროს მნიშვნელოვანია, თანხის ნაკლებობამ არ შეგაკავოს, იმოგზაურო მაშინ, როცა ყველაზე მეტად გინდა; ან, როცა ყველაზე ხელსაყრელი შანსი ჩნდება.
ასეთ სიტუაციებში აღარ მოგიწევს გეგმების გადადება, რადგან მერე ბარათის მეშვეობით მოგზაურობა უკვე ხელმისაწვდომი და მარტივია.
დაგეგმე მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით მოგზაურობა „მერე“ ბარათით: შეიძინე ფრენის ბილეთები, სასტუმროს ნომერი ან აპარტამენტი, ევროპის ქვეყნებს შორის გადაადგილება, სხვადასხვა გასართობი ღონისძიების ბილეთები და სრული ხარჯი გაანაწილე 6 თვეზე, ეფექტურ 0%-ად. მარტივად რომ ვთქვათ, გადასახდელი ზუსტად იმდენია, რამდენიც დახარჯე, არანაირი დამატებითი პროცენტი!
