უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გუშინ ღამით რუსების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წუხელ რუსებმა უკრაინას „Shahed-136/131“ ტიპის 28 დრონით რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან შეუტიეს, S-300 ტიპის მართვადი საზენიტო 3 რაკეტით კი ოკუპირებული დონეცკის რეგიონიდან, თავდასხმის ძირითადი მიმართულებებია სამხრეთი და აღმოსავლეთი იყო“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა და საშუალებებმა მოწინააღმდეგის 21 დრონი ჩამოაგდეს.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები.
საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ვინიცას და ჩერკასის ოლქებში.

ასევე დაგაინტერესებთ

“პრემიერ-მინისტრს ვუთხარით, რომ მინიმუმ უნდა განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც განაჩენის მინიუმ 50% გაატარეს ციხეში – ისინი ციხეში არიან, ვინაიდან, პოლიტიკურ საქმიანობით იყვნენ დაკავებული”

გიორგი ვაშაძე – თუ საფრთხეს ნამდვილად აღიქვამ, სუს-ში კი არ დაიბარებდი ექსპერტულ საზოგადოებას – როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ერთად უნდა ვმუშაობდეთ, ქვეყნის შიგნით კი არ ვეძებდეთ მტერს