შალვა პაპუაშვილი – მსოფლიოში მიმდინარე დაძაბული ვითარებების ფონზე, უნდა გვახსოვდეს, რომ „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი” – შობის დღეს მშვიდობას და სიხარულს ვუსურვებ თქვენს ოჯახებს

შობას ვულოცავ საქართველოდან მთელ მსოფლიოს. მშვიდობას და სიხარულს ვუსურვებ თქვენს ოჯახებს! – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში და მთელ მსოფლიოს შობას ულოცავს.
,,შობას ვულოცავ საქართველოდან მთელ მსოფლიოს! შობის დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიკრიბებით და სიხარულით ავღნიშნავთ ამ დღეს. მსოფლიოში მიმდინარე დაძაბული ვითარებების ფონზე, უნდა გვახსოვდეს, რომ „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან,“ – (მათე 5:9). შობის დღეს მშვიდობას და სიხარულს ვუსურვებ თქვენს ოჯახებს”, – წერს შალვა პაპუაშვილი.