რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, ალასკაში შეხვედრის ჩასაშლელად კიევი პროვოკაციას ამზადებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და “რამდენიმე წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით” ამტკიცებს, რომ -ისა და ს პრეზიდენტების შეხვედრის ჩაშლის მიზნით, პროვოკაციას ამზადებს.
კერძოდ, რუსეთის თავდაცვა ირწმუნება, რომ სამიტამდე ერთი დღით ადრე, პარასკევს, უკრაინის შეიარაღებული ძალები უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით საკუთარ ქალაქზე, რომელიც მჭიდროდ არის დასახლებული, იერიშს გეგმავენ.
რუსეთის თავდაცვის თანახმად, სამიზნე ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი ჩუგუევია.
უწყება ირწმუნება, რომ ადგილზე უკვე ჩაიყვანეს დასავლელი ჟურნალისტები “საბაბით, თითქოს ფრონტის ხაზზე მყოფი ქალაქის მაცხოვრებლების შესახებ რეპორტაჟების სერიას ამზადებენ”. რუსეთი ამტკიცებს, რომ მათი ჩაყვანის “რეალური მიზეზი” – “დარტყმების მომენტალური დაფიქსირებაა”.
“კიევის რეჟიმის პროვოკაციის შედეგად, მთელი პასუხისმგებლობა დარტყმებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაეკისრება, რათა შეიქმნას ნეგატიური ფონი და საბაბი, რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების ში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ჩაშლისთვის”, – ირწმუნება რუსეთის თავდაცვა.