CNN: ტრამპი პუტინს ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზაზე შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ს და ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში გაიმართება. ამის შესახებ 12 აგვისტოს განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა. შეხვედრა პარასკევს, 15 აგვისტოსაა დაგეგმილი.
ტელეკომპანია CNN-ი თეთრი სახლის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით ასახელებს შეხვედრის კონკრეტულ ადგილს, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზას, რომელიც ქალაქ ანკორიჯის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარეობს.
ამერიკული ტელეკომპანიის წყაროთა თანახმად, თეთრმა სახლმა და კრემლმა პრეზიდენტების შეხვედრის ადგილად ალასკა შეარჩიეს კულისებს მიღმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, შეხვედრის ადგილები შეზღუდული იყო. თავად რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრისთვის შესაფერის ადგილად არაბთა გაერთიანებული საამიროები დაასახელა.
CNN-ის ინფორმაციით, შეხვედრის ადგილად განიხილებოდა უნგრეთიც, რადგან ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ორბანს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც ტრამპთან, ისე პუტინთან, თუმცა საბოლოოდ რუსეთის პრეზიდენტი დასთანხმდა შეხვედრას ალასკაზე, რომელიც წარსულში რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო.
ალასკაზე დაგეგმილი სამიტისთვის მზადება 12 აგვისტოს სატელეფონო საუბრისას განიხილეს -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
აშშ არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და შესაბამისად, არ არის ვალდებული სასამართლოს მიერ 2023 წელს გაცემული ორდერის საფუძველზე ვლადიმირ პუტინი დააპატიმროს. მეტიც, პრეზიდენტმა ტრამპმა სასამართლოს სანქციებიც დაუწესა ს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემის გამო.
ტრამპის და პუტინის უნგრეთში შეხვედრის შემთხვევაში, ამას არც ბუდაპეშტი გააკეთებდა, რადგან 2025 წლის გაზაფხულზე უნგრეთის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ჯერ კიდევ პროცედურის ოფიციალურად დასრულებამდე უმასპინძლა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით