მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან, თა­მარ ბაგ­რა­ტი­ონ­თან ერ­თად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლაქ ან­კა­რას ეწ­ვე­ვა.

“ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი სა­სახ­ლე­ში უმას­პინ­ძლებს, გა­ი­მარ­თე­ბა დახ­ვედ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია. და­გეგ­მი­ლია უმაღ­ლე­სი დო­ნის შეხ­ვედ­რე­ბი, რის შემ­დე­გაც მე­დი­ის­თვის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­დე­ბა.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ასე­ვე და­გეგ­მი­ლია მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის დიდი ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის თავ­მჯდო­მა­რე ნუ­მან ქურ­თულ­მუშ­თან.

სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან: სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლაშა და­რა­სე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში არ­ჩილ კა­ლან­დია, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტთან მე­გობ­რო­ბის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი და წევ­რე­ბი: გი­ორ­გი ჭყო­ნია, მა­რი­ამ ლაშ­ხი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი“, – ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასევე დაგაინტერესებთ

გაგა ჩხეიძე: არ მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მსგავსი იდეა განხორციელდება, ამიტომ ხელისუფლების ცვლილებას და უკეთეს დროს უნდა დაველოდოთ, როცა ქვეყანა თავისი კულტურული წარსულის დაფასებას ისწავლის