საქართველო და თურქეთი ვიმუშავებთ, ვითანამშრომლებთ ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და განვითარებისთვის – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

საქართველო და თურქეთი ვიმუშავებთ, ვითანამშრომლებთ ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და განვითარებისთვის –
მოგესალმებით ყველას გულთბილად. კეთილი იყოს საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი ყაველაშვილის მობრძანება. თურქეთი და საქართველო არ არიან მხოლოდ მეზობელი ქვეყნები. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, რომლებსაც ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები გვაერთიანებს. ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომლებიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მონაწილეები ვართ, რომელიც შუა დერეფნის ხერხემალია. ჩვენ გვაქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენი, გაზსადენი, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.
მან იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა.
„ჩვენს დისკუსიებში, რომლებიც ეფუძნება ამ ეკონომიკურ და კულტურულ-ისტორიულ კავშირებს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ვაჭრობის, ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ჩვენი ქვეყანა გახლავთ საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი წლების განმავლობაში და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი ურთიერთობა მყარ საფუძველს ემყარება.
ჩვენ დიდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს – 3 მილიარდი დოლარი და მივდივართ ახალი მიზნებისკენ, როგორიცაა 5 მილიარდი დოლარი და ასევე მეტი ურთიერთინვესტიციისკენ.
იმ კარგი, გულთბილი ატმოსფეროს წყალობით, რაც არის შექმნილი საქართველოში, ათასობით თურქული კომპანია მუშაობს საქართველოში. თურქული სამშენებლო კომპანიები დიდ დაინტერესებას აჩვენებენ საქართველოს საინვესტიციო, ინფრასტრუქტურული პროექტებით. გარდა ამისა, 300 დიდი სამშენებლო პროექტი, მილიარდობით ღირებულებისა, უკვე განხორციელებულია.
ჩემს პატივცემულ კოლეგასთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. უდიდესი მნიშვნელობისაა თანამშრომლობა სამხედრო, თავდაცვის სფეროებში. ეს არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხები.
საუბრისას ასევე გავცვალეთ აზრები იმ მოვლენებზე, რაც ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში ვითარდება. მსურს შესაძლებლობით ვისარგებლო და ხაზი გავუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მყარ მხარდაჭერას. სამმხრივი მექანიზმების მეშვეობით, რომელიც საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ვართ, ჩვენ წვლილი შეგვაქვს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების გამყარების საკითხში. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრების შემდგომი სამმხრივი შეხვედრა გვექნება ახლო მომავალში, ჩვენს ქვეყანაში. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეების სამმხრივი შეხვედრის გამართვის განზრახვა გვაქვს.
საქართველო და თურქეთი ვიმუშავებთ, ვითანამშრომლებთ ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე თურქი მესხების საკითხიც განიხილეს, რა დროსაც თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ მათი დაბრუნების პროცესს მხარდაჭერას აღმოუჩენს. ერდოღანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ხელს შეუწყობს თურქი და ქართველი ხალხის მეგობრობის გააღრმავებს.
Previous: მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა

აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს