უკრაინელი ოფიცერი, ბოგდან კროტევიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართთავს: ბატონო პრეზიდენტო, მე არ ვიცი თქვენ რა მოხსენებას გაბარებენ, მაგრამ…

აზოვის შტაბის ყოფილი უფროსი და უკრაინელი ოფიცერი, ბოგდან კროტევიჩი ს მიმართთავს:
“ბატონო პრეზიდენტო, მე არ ვიცი თქვენ რა მოხსენებას გაბარებენ, მაგრამ გაწვდით ინფორმაციას – პოკროვსკი-კონსტანტინივკას ხაზზე გადაჭარბების გარეშე ურთულესი სიტუაციაა. ეს დიდი ხანია ასე იყო და ყოველდღე უარესდება.
იმ სამეთაურო რგოლს, რომელსაც ახლა ნიშნავენ და დანიშნეს, რომ გამოუსწორებელი გამოასწორონ, დიდი ალბათობით შეაწმინდავენ კიდეც ხელებს, შეხების ხაზი, როგორც მყარი ხაზი – არ არსებობს.
მირნოგრადი და პოკროვსკი თითქმის ალყაშია, კონსტანტინივკა ნახევრად ალყაში. მტერი კრამატორსკის და დრუჟკოვკას მიმართულებით გადაადგილდება.
პრობლემის სიმძაფრე იზრდებოდა გასული წლიდანვე, და ამის მიზეზი არც ახლად შექმნილი კორპუსები, არც ოპერატიული დაჯგუფებები და არც მიმართულებებია, და არც ის, რომ მხოლოდ გენშტაბის მითითებებით გასცემდნენ ბრძანებებს.”
კროტევიჩის განცხადებიდან მალევე აზოვის კორპუსმა გაავრცელა მიმართვა, სადაც ნათქვამია, რომ “სიტუაციის სტაბილიზაციისთვის კორპუსის ნაწილები ამ მიმართულებით გადაისროლეს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სიტუაცია რთული და დინამიურია, წინ წაწევის პარალელურად ოკუპანტების მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში. კორპუსის დანაყოფებმა დაგეგმეს და მიიღეს ზომები მოწინააღმდეგის ძალების განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბლოკირებისთვის. შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.”
გუშინ ღამევე რუსებმა არამარტო გადაკეტეს დობროპოლიე-კრამატორსკის ტრასა, არამედ “ახალი დონბასის ხაზის” ნაწილიც, რომელიც ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის ოლქების დასაცავად აშენდა.