სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წინასწარ ხელმოწერილი შეთანხმების ოფიციალური ტექსტი, რომლის ქართულენოვან თარგმანს „არმენპრესი“ აქვეყნებს.
შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ
სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (შემდგომში – მხარეები), აცნობიერებენ რა რეგიონში სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების სასწრაფო საჭიროების შესახებ, მიზნად ისახავენ ხელი შეუწყონ ამ მიზნის განხორციელებას სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების გზით, ხელმძღვანელობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით, „გაეროს წესდებასთან შესაბამისობაში სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დეკლარაციით“ (1970 წ.), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის კონფერენციის დასკვნით აქტით (1975 წ.) და 1991 წლის 21 დეკემბრის ალმათის დეკლარაციით, და მიზნად ისახავენ ურთიერთობების განვითარებას ამ დოკუმენტებში დადგენილი ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე,
აცხადებენ სურვილს ერთმანეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების შესახებ, ეთანხმებიან მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებას შემდეგი საფუძვლების მიხედვით:
მუხლი I
ადასტურებენ, რომ ყოფილი სსრკ რესპუბლიკებს შორის საზღვრები გახდა შესაბამისი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრები და აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მხარეები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
მუხლი II
პირველი მუხლის სრული დაცვით, მხარეები ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნიათ და მომავალშიც არ წარადგენენ ასეთ პრეტენზიებს.
მხარეები არ განახორციელებენ არცერთ მოქმედებას, მათ შორის, ისეთი ქმედებების დაგეგმვას, მომზადებას, წახალისებას ან მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს მთლიანად ან ნაწილობრივ მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური ერთიანობის დარღვევას.
მუხლი III
მხარეები ურთიერთობებში თავს შეიკავებენ ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან, რომელიც მიმართულია ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც შეუთავსებელია გაეროს წესდებასთან. ისინი მესამე მხარეს არ მისცემენ უფლებას გამოიყენოს მათი ტერიტორია მეორე მხარის წინააღმდეგ გაეროს წესდებასთან შეუსაბამო ძალის გამოყენების მიზნით.
მუხლი IV
მხარეები თავს შეიკავებენ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან.
მუხლი V
ორივე მხარის მიერ ამ შეთანხმების შიდა რატიფიკაციის პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინებების გაცვლიდან _____ დღის განმავლობაში მხარეები ერთმანეთთან დაამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციების (შესაბამისად, 1961 და 1963 წწ.) დებულებების შესაბამისად.
მუხლი VI
სრულიად შეესაბამებიან ამ შეთანხმების I მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მხარეები კეთილსინდისიერად აწარმოებენ მოლაპარაკებებს შესაბამის საზღვრის საკითხებზე კომისიებს შორის, კომისიების მიერ შეთანხმებული რეგლამენტის შესაბამისად, მხარეებს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ შეთანხმების დადების მიზნით.
მუხლი VII
მხარეები მესამე მხარის ძალებს არ განათავსებენ მათ საერთო საზღვრის გასწვრივ. მხარეები, მათი საერთო საზღვრის დემარკაციისა და შემდგომი საზღვრის დემარკაციის დასრულებამდე, განახორციელებენ ურთიერთშეთანხმებულ უსაფრთხოებისა და ნდობის აღდგენის ზომებს, მათ შორის სამხედრო სფეროში, სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი VIII
მხარეები გმობენ და ებრძოლებენ შეუწყნარებლობის, რასობრივი სიძულვილისა და დისკრიმინაციის, სეპარატიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ, თითოეული საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, და უზრუნველყოფენ მათზე გავრცელებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
მუხლი IX
მხარეები ვალდებულებას იღებენ ომის დროს დაკარგული და იძულებით გაუჩინარებული პირების საკითხის მოგვარებაზე, მათ შორის, აუშუალოდ ან, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ასეთ პირებზე არსებული ყველა ინფორმაციის გაცვლის გზით. მხარეები ამით აღიარებენ ამ პირთა ბედის დადგენის მნიშვნელობას, მათ შორის მათი ნეშტის მოძიებასა და დაბრუნებას, ასევე მათთვის სამართლიანობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას სათანადო გამოძიების გზით, როგორც შერიგებისა და ნდობის აღდგენის საშუალება. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებები მოლაპარაკებისა და დეტალური შეთანხმების საფუძველზე იქნება შეთანხმებული ცალკე შეთანხმებაში.
მუხლი X
მხარეებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებები ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკურ, სატრანზიტო და სატრანსპორტო, გარემოსდაცვითი, ჰუმანიტარული და კულტურული თანამშრომლობის სფეროში.
მუხლი XI
ეს შეთანხმება არ ზღუდავს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს საერთაშორისო სამართლისა და თითოეული მხარის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა წევრ სახელმწიფოებთან დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მასსა და ნებისმიერ მესამე მხარეს შორის მოქმედი არცერთი საერთაშორისო შეთანხმება არ შეაფერხებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მისი ვალდებულებების შესრულებას.
მუხლი XII
მხარეები თავიანთ ორმხრივ ურთიერთობებში იხელმძღვანელებენ საერთაშორისო სამართლითა და ამ შეთანხმებით. არც ერთი მხარე ვერ მიიჩნევს საკუთარ შიდა კანონმდებლობის დებულებებს ამ შეთანხმების შეუსრულებლობის საფუძვლად.
მხარეები, ხელშეკრულებების სამართლის შესახებ ვენის კონვენციის (1969) შესაბამისად, თავს შეიკავებენ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც ხელს შეუშლის ამ შეთანხმების ობიექტსა და მიზანს მის ძალაში შესვლამდე.
მუხლი XIII
მხარეები გარანტიას იძლევიან ამ შეთანხმების სრული შესრულების შესახებ და შექმნიან ორმხრივ კომისიას მისი შესრულების მონიტორინგის მიზნით. კომისია იმუშავებს მხარეთა მიერ შეთანხმებულ წესებზე დაყრდნობით.
მუხლი XIV
საერთაშორისო სამართლისა და მხარეთა სხვა სავალდებულო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების შეუსაბამოდ, მხარეები შეეცდებიან ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყვიტონ პირდაპირი კონსულტაციების გზით, მათ შორის, მუხლი XIII-ში აღნიშნული კომისიის ფარგლებში. თუ მსგავსი კონსულტაციები 6 თვის განმავლობაში ორივე მხარისთვის მისაღებ შედეგს არ მოიტანს, მხარეები მოძებნიან სხვა მშვიდობიან გზებს დავების მოსაგვარებლად.
მუხლი XV
მუხლი XIV-ის შეუსაბამოდ, ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში მხარეები გაიწვევს, გააუქმებს ან სხვა გზით გადაწყვეტს ნებისმიერ და ყველა სახელმწიფოთაშორის სარჩელს, საჩივარს, პროტესტს, შეპასუხებას, პროცესსა და დავას, რომლებიც ეხება მხარეთა შორის არსებული საკითხებს ამ შეთანხმების ხელმოწერამდე, და არ წამოიწყებენ ასეთ სარჩელებს, საჩივრებს, პროტესტებს, შეპასუხებებსა და პროცესებს, ასევე არ ჩაერთვებიან მესამე მხარის მიერ მეორე მხარის წინააღმდეგ წამოწყებულ მსგავს საქმეებში.
მხარეები დიპლომატიურ, საინფორმაციო ან სხვა სფეროებში არ განახორციელებენ, არ წაახალისებენ და არ ჩაერთვებიან ერთმანეთის მიმართ ამ შეთანხმების საწინააღმდეგო მტრულ ქმედებებში და ამ მიზნით ჩაატარებენ რეგულარულ კონსულტაციებს.
მუხლი XVI
შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მხარეები გაცვლიან დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს მათ ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულებას. ეს შეთანხმება დარეგისტრირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი XVII
ეს შეთანხმება შედგენილია სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე, თანაბარი იურიდიული ძალით. თანაბარი ტექსტებიდან რომელიმე დებულების მნიშვნელობასთან დაკავშირებით უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
