გიორგი კეკელიძემ ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის ონლაინსკოლა დააფუძნა

ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის ქართული ონლაინ-სკოლა, LIb.ge დაარსდა.
ონლაინ-სკოლა Lib.ge – აკადემიის პროექტია, რომელიც მ დააფუძნა. საწყის ეტაპზე, ონლაინ-სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის და საქართველოს ისტორიის ლექციებით დაიწყება, ასევე ჩატარდება ქართული ზღაპრების და ინგლისურის ენის კურსებიც. გაკვეთილებს საქართველოში საუკეთესო მასწავლებლები (მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები და ხუთეულის წევრები) გაუძღვებიან.
Lib.ge – აკადემიის ბრენდის ელჩი ევროპაში ინგა თოფურია იქნება.
თვეში ერთხელ, დარეგისტრირებული მოსწავლეებისთვის, ლექციებს , ნათია ფანჯიკიძე, დუტა სხირტლაძე და დამიანე გორდელაძე (მარტოკაცი) ჩაატარებენ.
როგორც პროექტის ავტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ამბობს, Lib.ge-ის ერთ-ერთი მიმართულება, ემიგრანტი დედების სწავლებას სრულად დააფინანსებს.
“Lib.ge-ის აკადემია დიდი ხნის წინ აღვადგინეთ, ოდესღაც კი ეს ელექტრონული ბიბლიოთეკა იყო. Lib.ge არაფორმალური სკოლაა, როგორც ცოცხალი შეხვედრებისთვის, ასევე ონლაინრეჟიმში მომუშავე. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ქართველი ემიგრანტებისთვის სწავლებაა. გვყავს სპონსორები, რომლებიც აფინანსებენ ემიგრანტი დედებისთვის სრულად უფასო სწავლება.
რაც შეეხება საბავშვო მიმართულებას, კეკელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურობა საკმაოდ მაღალია და 107 მოსწავლე უკვე დარეგისტრირდა”,- ამბობს გიორგი კეკელიძე “კომერსანტთან” ინტერვიუში.
„Lib.ge -ის ბავშვების მიმართულება მოსწავლეებს რამდენიმე საგანში ტოპ მომზადებას სთავაზობს. ამ დროისთვის 107 მოსწავლეა რეგისტრირებული, რეგისტრაცია კი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება“,- აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.